მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ხარისხის მართვის ევროპული ფონდის „წარმატების მოდელის” (EFQM Excellence Model) დანერგვისფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის მართვის ევროპული ფონდის კონსულტანტი სუზან კალდშმიტი.
ცენტრის თანამშრომლებმა და ფონდის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმსჯელეს ცენტრში მიმდინარე საქმიანობებსა და პროცესებზე. ასევე, გაკეთდა თვითშეფასება და გამოიკვეთა ორგანიზაციის წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები.
„წარმატების მოდელის“ დანერგვის პროცესში ცენტრალური ადგილი უჭირავს თვითშეფასებას ანუ განვითარების შეფასებას ისეთი ძირითადი საკითხებისშესაფასებლად, როგორიცაა სტრატეგიული გეგმა, მომხმარებელთა გამოკითხვა და პროცესების მენეჯმენტი. შეხვედრის მიზანი იყო იმ სფეროების იდენტიფიცირება, რომელიც განვითარებას და შესაბამისი მიმართულებით პროექტების შექმნას საჭიროებს.
ხარისხის მართვის ევროპული ფონდის „წარმატების მოდელის“ დანერგვა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
წყარო :
No comments:
Post a Comment