Thursday, July 7, 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ხარისხის მართვის ევროპული ფონდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ხარისხის მართვის ევროპული ფონდის „წარმატების მოდელის” (EFQM Excellence Model) დანერგვისფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის მართვის ევროპული ფონდის კონსულტანტი სუზან კალდშმიტი.
ცენტრის თანამშრომლებმა და ფონდის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმსჯელეს ცენტრში მიმდინარე საქმიანობებსა და პროცესებზე. ასევე, გაკეთდა თვითშეფასება და გამოიკვეთა ორგანიზაციის წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები.
წარმატების მოდელის“ დანერგვის პროცესში ცენტრალური ადგილი უჭირავს თვითშეფასებას ანუ განვითარების შეფასებას ისეთი ძირითადი საკითხებისშესაფასებლად, როგორიცაა სტრატეგიული გეგმა, მომხმარებელთა გამოკითხვა და პროცესების მენეჯმენტი. შეხვედრის მიზანი იყო იმ სფეროების იდენტიფიცირებარომელიც განვითარებას და შესაბამისი მიმართულებით პროექტების შექმნას საჭიროებს.
ხარისხის მართვის ევროპული ფონდის „წარმატების მოდელის“ დანერგვა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

წყარო :

Saturday, July 2, 2016

შეფასების რუბრიკები

შეფასების რუბრიკები


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1


დისკუსიის შეფასების რუბრიკა

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2

ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა

მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას
3
გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება
3
მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია
4


დამოუკიდებელი სამუშაოს შეფასების რუბრიკა


იცავს დროის ლიმიტს
1
კითხვებზე პასუხი ადექვატურია/ნაპოვნია პრობლემის გადაჭრის მართებული გზა
3
სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს
4
იცავს წერის კულტურას
2
 ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

                                                                 
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენე ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1